ჩვენი პირველი პროექტი

2014 წლის 29 დეკემბერს  სასწავლო პროექტის " საახალწლო ადათ-წესები"  პრეზენტაცია მოეწყო.  სადაც წარმოვადგინეთ 2 თვიანი მუშაობის შედეგი,  ერთმანეთს ენაცვლებოდა ჯგუფების  საინფორმაციო პრეზენტაციები:

  •  როგორ ხვდებიან ახალწელს საქართველოში
  •  რატომ ვრთავთ ნაძვის ხეს   
  •  რა ვინ არის თოვლის პაპა და სანტა კლაუსი;
  •   როგორ ხვდებიან ახალ წელს საზღვარგარეთ.

ვიდეო რგოლები სადაც პატარები  გირჩევთ:

  • როგორ მომზადოთ ჩურჩხელა და ფელამუში.
  •  როგორ მოვამზადოთ გოზინაყი.
  • როგორ მოვამზადოთ ხაჭაპური.
  •  როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა.

ამასთანვე ჩავწერეთ ინტერვიუ:

  •  როგორ ხვდებიან ახალ წელს რაჭაში.
  •  როგორ რთავდნენ ნაძვის ხეს ძველად.
  •  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნაბრი მიქელაძე გვირჩევს რას უნდა მოვერიდოთ საახალწლო სუფრაზე რომ არ გამოვიწვიოთ გართულება.

 პატარა თითუნებით დავამზადეთ ნაძვის ხე. მოვრთეთ ნაძვის ხეები და საახალწლო გვირგვინები. თარგების გამოყენებით დავამზადეთ საახალწლო მისალოცი ბარათები  წინდების, ჩექმების , ხელთათმანების სახით.  ბუკებში დავამზადეთ და ამობეჭდეთ ილუსტრირებული მისალოცები.
 ვინაიდან ჯერ კიდევ წერა არ ვიცით დაიბეჭდა და წიგნად შეიკრა "კულინარიის რეცეპტები"  " ჩემი საყვარელი  მოთხრობები და ლექსები."   თოვლის პაპას მივწერეთ წერილები  და შეიკრა " ფერადი ფიქრები" წიგნის სახით.
Montage создан Bloggif  შევქმენით და წავიკითხეთ 3 D წიგნი " საშობაო ნაძვის ხე" .
27 დეკემბერს ვეწვიეთ ბათუმის მუსიკალურ ცენტრს   " სტუმრად ზრაპრის გმირებთან"
   ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა ჩვენი პირველი პროექტის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა ამაში დიდი წვლილი მასწავლებელთან ერთად მშობლებს მიუძღვის . ისინიც ჩვენთან ერთად გადიოდნენ ნაბიჯებს და ერთად ვიკვლევდით გზას სიახლეებისაკენ!

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS